📄 license_ge
字号:
(ან რაიმე მასზე დაფუძნებული ნამუშევრის) შეცვლით ან გავრცელებით, თქვენ თანხმობას გამოხატავთ გაიზიაროთ ეს ლიცენზია
და მისი ყველა პირობა პროგრამის ან მასზე დაფუძნებული ნამუშევრის გამრავლების, გავრცელებისა და შეცვლის შესახებ.
§6. ყოველთვის, როდესაც თქვენ პროგრამას (ან მასზე დაფუძნებულ ნამუშევარს) გაავრცელებთ, მიმღები თავდაპირველი
ლიცენზორისაგან ავტომატურად იღებს ლიცენზიას, გაამრავლოს, გაავრცელოს ან შეცვალოს პროგრამა ამ პირობების შესაბამისად.
თქვენ არ გაქვთ უფლება რაიმე დამატებითი შეზღუდვა დაუწესოთ მიმღების აქ მინიჭებულ უფლებებს. თქვენ არ აგებთ პასუხს იმაზე,
შეასრულებს თუ არა მესამე მხარე ამ ლიცენზიას.
§7. თუ თქვენ სასამართლო გადაწყვეტილებით, ან პატენტის დარღვევის ბრალდებით ან რაიმე სხვა მიზეზით
(რომელიც არ შემოიფარგლება საპატენტო საკითხებით), დაკისრებული გაქვთ ვალდებულებები (სასამართლო ბრძანებულებებით,
შეთანხმებით ან სხვაგვარად), რომლებიც ამ ლიცენზიის პირობებს ეწინააღმდეგება, ეს გარემოებები არ გათავისუფლებენ
ამ ლიცენზიის პირობებისაგან. თუ თქვენ არ შეგიძლიათ პროგრამის იმგვარად გავრცელება, რომ თქვენი ამ ლიცენზიის
გაზიარებით ნაკისრი ვალდებულებებიც შეასრულოთ და სხვამხრივ ნაკისრი ვალდებულებებიც, მაშინ შედეგად საერთოდ
არ გენიჭებათ უფლება გაავრცელოთ პროგრამა. მაგალითად, თუ საპატენტო ლიცენზია არ იძლევა პროგრამის თავისუფლად
გავრცელების უფლებას ყველა იმათგან, ვინც თქვენგან პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მიიღო ასლი, მაშინ ერთადერთი
გზა ერთდროულად იმ და ამ ლიცენზიის შესასრულებლად ის იქნება, რომ საერთოდ თავი შეიკავოთ პროგრამის გავრცელებისაგან.
თუ ამ პარაგრაფის რომელიმე ნაწილი, რაიმე გარკვეული გარემოების გამო, ბთილად ან განუხორციელებლად ჩაითვლება,
პარაგრაფის დარჩენილი ნაწილი ძალაში რჩება, ხოლო პარაგრაფი მთლიანად ძალაშია დანარჩენ შემთხვევაში.
ამ პარაგრაფის მიზანი არ არის რომელიმე პატენტის ან სხვა კუთვნილების უფლების პრეტენზიის დარღვევისაკენ ან მათს
ძალმოსილებაში დაეჭვებისაკენ მოგიწოდოთ; ამ პარაგრაფის ერთადერთი მიზანია დაიცვას სახალხო ლიცენზიების პრაქტიკით
იმპლემენტირებული უფასო პროგრამების სადისტრიბუციო სისტემის ინტეგრაცია. უამრავმა ადამიანმა დიდსულოვანი წვლილი
შეიტანა ამ სისტემით გავრცელებული პროგრამების ფართო არჩევანში, იმ რწმენით, რომ სისტემა მტკიცედ მოქმედებს;
ეს ავტორის/ შემომწირველის გადასაწყვეტია, სურს თუ არა პროგრამის რაიმე სხვა სისტემის საშუალებით გავრცელება,
ხოლო ლიცენზიის მიმღები ამ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ იქონიებს.
ეს პარაგრაფი ემსახურება მიზანს, რომ ნათლად წარმოადგინოს, თუ რა შედეგი უნდა ქონდეს ამ ლიცენზიის დარჩენილ ნაწილს.
§8. თუ პროგრამის გამოყენება და/ან გავრცელება გარკვეულ ქვეყნებში შეზღუდულია პატენტების ან საავტორო
უფლებებით დაცული შემაკავშირებლების საშუალებით, მაშინ თავდაპირველ საავტორო უფლებების მფლობელს, ვინც
პროგრამას ამ ლიცენზიას დაუქვემდებარებს, შეუძლია ზუსტი გეოგრაფიული გავრცელების შეზღუდვა დააწესოს და ეს
ქვეყნები გამორიცხოს, რათა გავრცელება მხოლოდ იმ ქვეყნებში ან იმ ქვეყნებს შორის იყოს ნებადართული, რომლებიც
ეზღუდვაში არ შედის. ასეთ შემთხვევაში ეს შეზღუდვა ამ ლიცენზიაში შევა, თითქოს იგი ამ ლიცენზიის
ძირითად ტექსტში იყოს მოყვანილი.
§9. Free Software Foundation-ს უფლება აქვს დროგამოშვებით გამოაქვეყნოს საერთო სახალხო ლიცენზიის
შესწორებული და/ან ახალი ვერსია. ამგვარი ახალი ვერსიები ძირითადი პრინციპებით ახლანდელი ვერსიის შესაბამისი
იქნება, მაგრამ შეიძლება დეტალში განსხვავდებოდეს, რათა ახალ პრობლემას ან საზრუნავს გამოეხმაუროს.
ყოველ ვერსიას გამორჩეული ვერსიის ნომერი მიენიჭება. თუ პროგრამაში მითითებულია, რომ იგი ექვემდებარება ამ
ლიცენზიის გარკვეულ ვერსიას და "ყველა მოგვიანებით ვერსიას", მაშინ თქვენ შეგიძლიათ ან იმ ვერსიის პირობებს
დაემორჩილოთ, ან Free Software Foundation-ის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ შემდგომი ვერსიის პირობებს.
თუ პროგრამაში არ არის მითითებული ამ ლიცენზიის ვერსიის ნომერი, შეგიძლიათ Free Software Foundation-ის
გამოქვეყნებული ნებისმიერი ვერსია ამოირჩიოთ.
§10. თუ გნებავთ პროგრამის ნაწილები გამოიყენოთ სხვა უფასო პროგრამაში, რომელთან სხვა სადისტრიბუციო პირობები
გააჩნია, ნებართვისათვის მისწერეთ ავტორს. თუ პროგრამაზე საავტორო უფლებები Free Software Foundation-ს
ეკუთვნის, მისწერეთ Free Software Foundation-ს; ხანდახან ასეთ გამონაკლისებსაც ვუშვებთ ხოლმე. ჩვენს
გადაწყვეტილებას ორი მიზანი განსაზღვრავს: ჩვენი უფასო პროგრამიდან ნაწარმოები ყველა პროგრამის უფასო სტატუსის
შენარჩუნება და პროგრამის ძირითადად გაცვლა-გამოცვლის და გამოყენების ხელშეწყობა.
არანაირი გარანტია
§11. ვინაიდან პროგრამა ლიცენზირებული როგორც უფასო, პროგრამას გარანტია არ მოყვება, რამდენადაც ეს დაშვებულია
შესაბამისი კანონმდებლობით. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული წერილობით, სავტორო უფლებების მფლობელები და/ან
სხვა მხარეები პროგრამას იძლევიან "როგორც არის", განცხადებული ან მინიშნებული რაიმე სახის გარანტიის გარეშე.
გარანტიის უარყოფაში შედის, თუმცა ამით არ შემოიფარგლება, გარკვეული მიზნისათვის გასავრცელებლად ვარგისიანობისა
და მზადყოფნის გარანტია. ყოველი რისკი პროგრამის ხარისხის და ვარგისიანობის შესახებ თქვენ უნდა გაწიოთ.
თუ პროგრამა რაიმეს დააზიანებს, საჭირო მომსახურების, შეკეთების თუ გამოსწორების ხარჯები თქვენ გეკისრებათ.
§12. არანაირ შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შესაბამისი კანონმდებლობა ან წერილობითი შეთანხმება ამას
მოითხოვს, საავტორო უფლებების არცერთი მფლობელი, ან სხვა მხარე, რომელსაც ზემოაღნიშნული პირობებით უფლება აქვს
შეცვალოს და/ან გაავრცელოს პროგრამა, თქვენ მიმართ პასუხს არ აგებს პროგრამის გამოყენებით ან ვერ გამოყენებით გამოწვეულ
რაიმე დაზიანებაზე, ძირითადი, საგანგებო, შემთხვევითი ან შედეგობრივი ზიანის ჩათვლით (რომელშიც შედის, მაგრამ ამით
არ შემოიფარგლება: ინფორმაციის დაკარგვა ან ინფორმაციის არასწორად დამუშავება ან დანაკარგები, რაზედაც თქვენ ან მესამე
მხარე აგებს პასუხს, ან პროგრამის უუნარიანობა რაიმე სხვა პროგრამასთან შესაბამისობაში იმუშაოს), მაშინაც კი, როცა
ასეთი ზარალის შესაძლებლობის შესახებ გაფრთხილებული იყო.
პირობათა დასასრული
⌨️ 快捷键说明
复制代码
Ctrl + C
搜索代码
Ctrl + F
全屏模式
F11
切换主题
Ctrl + Shift + D
显示快捷键
?
增大字号
Ctrl + =
减小字号
Ctrl + -