📄 license_ge
字号:
ამგვარად დამშავებული ნამუშევარი, იმ პირობით, რომ თქვენ ასევე შეასრულებთ შემდეგ პირობებს:
a) შეცვლილ ფაილებში თქვენ გამოსაჩენად უნდა მიუთითოთ, რომ ფაილებში
ცვლილებებია შეტანილი თქვენ მიერ, ასევე უნდა მიუთითოთ ყოველი ცვლილების თარიღი.
b) თქვენ უნდა იზრუნოთ, რომ თქვენ მიერ გამრვლებული ან გავრცელებული ნამუშევარი,
რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეიცავს ან გამომდინარეობს პროგრამიდან ან მისი ნაწილიდან,
მესამე მხარეს ამ ლიცენზიის პირობების შესაბამისად უფასოდ,
სალიცენზიო გადასახადის გარეშე, გადაეცეს.
c) თუ დამუშავებული პროგრამა ჩვეულებრივ გაშვებისას ინტერაქტიულ ბრძანებებს აჩვენებს,
თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ პროგრამის ჩვეულებრივი გაშვებისას ასეთი ინტერაქტიული
გამოყენებისათვის, მან ეკრანზე ამობეჭდოს ან აჩვენოს შენიშვნა, რომელიც შეიცავს შესაბამის
გაფრთხილებას საავტორო უფლებათა შესახებ, ასევე გაფრთხილებას, რომ პროგრამას გარანტია
არ მოყვება (ან, სხვა შემთხვევაში, განაცხადეთ, რომ თქვენ პროგრამას გარანტიას უწევთ)
და რომ მომხმარებლებს უფლება აქვთ პროგრამა ამ პირობების შესაბამისად გაავრცელონ,
ასევე მომხმარებელს აუხსნათ, თუ როგორ მოახერხოს ამ ლიცენზიის ასლის ნახვა.
(გამონაკლისი: თუ თვითონ პროგრამა ინტერაქტიულია, მაგრამ ჩვეულებრივ ასეთ
განცხადებას არ აჩვენებს, მაშინ არ არის აუცილებელი თქვენმა პროგრამაზე დაფუძნებულმა
ნამუშევარმა აღნიშნული განცხადება აჩვენოს.)
ეს მოთხოვნები მთელ შეცვლილ ნამუშევარს ეხება. თუ ნამუშევარის გამორჩევადი ნაწილები პროგრამიდან არ არის წარმოქმნილი და
დასაბუთებულად შეიძლება დამოუკიდებელ და ცალკეულ ნამუშევრად ჩაითვალოს თავის თავში, მაშინ მათ, ცალკეულ ნამუშევრებად
გავრცელებისას, ეს ლიცენზია და მისი პირობები არ ეხება. მაგრამ როდესაც თქვენ იგივე ნაწილებს იმ მთლიანობის ნაწილად გაავრცელებთ,
რაც პროგრამაზე დაფუძნებულ ნამუშევარს წარმოადგენს, მაშინ მთლიანობის გავრცელება იმ ლიცენზიის პირობების შესაბამისად უნდა მოხდეს,
რომელიც ლიცენზიის სხვა მიმღებს უფლებებს მთლიანობაზე აძლევს, ანუ მის ყველა ნაწილზე იმისდა მიუხედავად, თუ ვინ დაწერა იგი.
ამგვარად, ამ პარაგრაფის მიზანი არ არის სრულიად თქვენს მიერ დაწერილი ნამუშევრის უფლებებზე იქნიოს პრეტენზია ან
უფლებებში შეგედავოთ; მისი მიზანია დაიცვას პროგრამაზე დაფუძნებული ან მისგან ნაწარმოები ნამუშევრების გავრცელების კონტროლი.
სხვა ნამუშევრის, რომელიც პროგრამას არ ეფუძნება, პროგრამასთან ერთად ან პროგრამაზე დაფუძნებულ ნამუშევართან
ერთად იგივე მეხსიერების ან სადისტრიბუციო მედიუმზე ჩაწერა, სხვა ნამუშევარს ამ ლიცენზიას არ უქვემდებარებს.
§3. თქვენ უფლება გენიჭებათ, §1 და §2-ში მოცემული პირობების შესაბამისად, გაამრავლოთ და გაავრცელოთ პროგრამა (
ან §2-ის მიხედვით მასზე დაფუძნებული ნამუშევარი) ობიექტ-კოდის ან გამოძახებადი ფორმით, იმ პირობით, რომ თქვენ
ასევე შეასრულებთ ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნათაგანს:
a) დაურთეთ მას შესაბამისი ელექტრონულად კითხვადი პროგრამის სრული წყარო, რომელიც
გავრცელებულ უნდა იქნას §1 და §2-ის პირობების შესაბამისად, პროგრამათა
გაცვლისათვის ხშირად გამოყენებად მედიუმზე; ან
b) დაურთეთ მას წერილობითი შეთავაზება, რომელიც ძალაში იქნება არა უმოკლეს სამი
წლის განმავლობაში, სადაც მითითებული იქნება, რომ ნებისმიერ მესამე მხარეს შეეძლება
თქვენგან შესაბამისი ელექტრონულად კითხვადი სრული პროგრამის წყაროს მიღება §1 და §2-ის
პირობების შესაბამისად, პროგრამათა გაცვლისათვის ხშირად გამოყენებად მედიუმზე, იმ შემთხვევაში,
თუ იგი დაფარავს თქვენ მიერ მხოლოდ წყაროს მიწოდებისათვის გაღებულ ხარჯს; ან
) დაურთოთ მას ის ინფორმაცია, რომელიც თქვენ მიიღეთ პროგრამის წყაროს მიღების შესახებ.
(ეს ალტერნატივა მხოლოდ არაკომერციული ხასიათის გავრცელებისათვის არის დასაშვები და
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ პროგრამა ობიექტ-კოდის ან გამოძახებადი ფორმით ამგვარ
შემოთავაზებასთან ერთად მიიღეთ, ზემოაღნიშნული ქვეპარაგრაფი b-ს შესაბამისად.)
ნამუშევარის პროგრამის წყარო გულისხმობს მისი დამუშავებისათვის ხელსაყრელ ფორმას. გამოძახებადი ნამუშევრისათვის,
პროგრამის სრული წყარო გულისხმობს ყველა იმ მოდულების პროგრამის წყაროს, რომელსაც იგი შეიცავს, მიმაგრებული
შემაკავშირებლის განმსაზღვრელი ფაილების და გამოძახებადი პროგრამის კომპილაციისა და ინსტალაციის მაკონტროლებელი
სკრიფტების ჩათვლით. თუმცა, საგანგებო გამონაკლისის სახით, არ არის აუცილებელი გასავრცელებელი პროგრამის წყარო
შეიცავდეს იმას, რაც ჩვეულებრივ მოყვება (პროგრამის წყაროს ან ორობითი ფორმით) იმ ოპერაციული სისტემის ძირითად
კომპონენტებს (ქომპაილერი, ქერნელი და ა.შ.), რომელ სისტემაზეც გასავრცელებელი პროგრამა მუშაობს. ნებართვა
ძალაში არ არის, თუ თვითონ ეს კომპონენტი გასავრცელებელ პროგრამას მოყვება.
თუ გამოძახებადი პროგრამის ან ობიექტ-კოდის გავრცელება გარკვეული ადგილიდან გადმოწერის საშუალების მიცემით ხდება,
მაშინ პროგრამის წყაროს იგივე ადგილიდან გადმოწერის საშუალების მიცემა პროგრამის წყაროს გავრცელებად ითვლება,
მიუხედავად იმისა, რომ მესამე მხარე არ არის ვალდებული ობიექტ-კოდთან ერთად გადმოიწეროს პროგრამის წყარო.
§4. თქვენ არ გაქვთ უფლება გაამრავლოთ, შეცვალოთ, ქველიცენზია მიანიჭოთ ან გაავრცელოთ პროგრამა რაიმე
სხვა პირობით, გარდა ამ ლიცენზიაში გარკვევით წამოყენებული პირობებისა. პროგრამის სხვაგვარად გამრავლების,
შეცვლის, ქველიცენზირების ან გავრცელების ყოველი მცდელობა ბათილია და ავტომატურად გართმევთ ამ ლიცენზიით
მონიჭებულ უფლებებს. თუმცა მხარეებს, რომლებმაც თქვენგან ამ ლიცენზიის პირობებით ასლები ან უფლებები მიიღო,
არ ჩამოერთმევათ ლიცენზიით მინიჭებული უფლებამოსილება/მოვალეობანი, თუ ისინი სრულიად დაემორჩილებიან ამ ლიცენზიას.
§5. თქვენ არ ხართ ვალდებული გაიზიაროთ ეს ლიცენზია, ვინაიდან მასზე ხელი არ მოგიწერიათ. თუმცა, მხოლოდ მისი
გაზიარება მოგანიჭებთ უფლებას შეცვალოთ ან გაავრცელოთ პროგრამა, ან მასზე დაფუძნებული ნამუშევარი. ამგვარი
მოქმედება კანონით არის აკრძალული, თუ ამ ლიცენზიას არ გაიზიარებთ. გამომდინარე, პროგრამის
⌨️ 快捷键说明
复制代码
Ctrl + C
搜索代码
Ctrl + F
全屏模式
F11
切换主题
Ctrl + Shift + D
显示快捷键
?
增大字号
Ctrl + =
减小字号
Ctrl + -