⭐ 欢迎来到虫虫下载站! | 📦 资源下载 📁 资源专辑 ℹ️ 关于我们
⭐ 虫虫下载站

📄 license_ge

📁 一文件过滤与加密,系统监视以及控制的东东,自己看
💻
📖 第 1 页 / 共 3 页
字号:
		                                   GNU GENERAL PUBLIC LICENSE
	                                  1991 წლის ივნისის, ვერსია 2-ის, ქართული თარგმანი

  Copyright (C) 1989, 1991 Free Software Foundation, Inc.
675 Mass Ave, Cambridge, MA 02139, USA
ყველას აქვს ამ ლიცენზიის გამრავლებისა და შეუცვლელი ასლის სახით გავრცელების უფლება; 
მასში ცვლილებების შეტანა კი არ არის ნებადართული.
ამ თარგმანს არ გააჩნია ინგლისურენოვანი ორიგინალის სამართლებრივი ძალმოსილება!


			                                   პრეამბულა

   უმეტეს პროგრამათა ლიცენზიები იმ მიზანს ემსახურება, რომ ჩამოგართვათ პროგრამის გავრცელებისა და შეცვლის უფლება.
GNU General Public License (GNU საერთო სახალხო ლიცენზია) კი პირიქით, იმისთვის შეიქმნა,
რომ მოგანიჭოთ უფასო პროგრამების გავრცელებისა და მასში ცვლილებების შეტანის უფლების გარანტია --- უზრუნველყოს, 
რომ უფასო პროგრამა მისი ყველა მომხმარებლისათვის უფასოდვე დარჩეს. 
ამ საერთო სახალხო ლიცენზიას ექვემდებარება Free Software Foundation- ის მიერ გამოცემულ პროგრამათა უმეტესობა, 
ასევე ყველა ის პროგრამა, რომლის ავტორმაც თავისი ნამუშევარი ამ ლიცენზიას დაუქვემდებარა. 
(Free Software Foundation-ის სხვა პროგრამები ექვემდებარება GNU Library General Public License-ს 
--- GNU საერთო სახალხო ლიცენზია ბიბლიოთეკათათვის.) თქვენ შეგიძლიათ მას თქვენი პროგრამაც დაუქვემდებაროთ.

  როცა ჩვენ free software-ზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ თავისუფლებას და არა გადასახადს. 
ჩვენი საერთო სახალხო ლიცენზიები იმ მიზნით შეიქმნა, რომ უფლება მოგენიჭოთ პროგრამის ასლები თავისუფლად გაავრცელოთ 
(და, თუ მოისურვებთ, ამ სამსახურისათვის გარკვეული საზღაური მოითხოვოთ); პროგრამის წყარო მიიღოთ, ან შეგეძლოთ მისი მიღება სურვილის 
შემთხვევაში; შეიტანოთ ცვლილებები პროგრამაში ან მისი ნაწილი ახალ უფასო პროგრამებში გამოიყენოთ, და რომ იცოდეთ თქვენი ამ უფლების შესახებ.

  თქვენი უფლებების დასაცავად, ჩვენ შეზღუდვები უნდა დავაწესოთ, რათა ყველას აეკრძალოს თქვენთვის ამ უფლებების 
მინიჭებაზე უარის თქმა, ან თქვენგან უფლებების დათმობის მოთხოვნა. ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე, პროგრამის გავრცელებისას
ან მასში ცვლილებების შეტანისას, გარკვეული მოვალეობა თქვენც გეკისრებათ.

  მაგალითად, თუ თქვენ ასეთ პროგრამას გაავრცელებთ უფასოდ თუ საზღაურის მოთხოვნით, მიმღებს ყველა ის უფლება უნდა 
მიანიჭოთ, რაც თქვენ მოგენიჭათ. თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ მათაც მიიღონ ან შეძლონ პროგრამის წყაროს მიღება. ასვე,
თქვენ მათ უნდა გააცნოთ ეს პირობები, რათა მათ თავიანთი უფლებები იცოდნენ.

  ჩვენ თქვენს უფლებებს ორ საფეხურად ვიცავთ: (1) პროგრამას საავტორო უფლებებს (Copyright) ვუქვემდებარებთ, 
და (2) გთავაზობთ ამ ლიცენზიას, რაც იურიდიულ უფლებას განიჭებთ გაამრავლოთ, გაავრცელოთ და/ან შეცვალოთ პროგრამა.

  გარდა ამისა, ავტორებისა და საკუთარი თავის დასაცავად, ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ, ყველამ იცოდეს, რომ ეს უფასოპროგრამა
გარანტიას არ ექვემდებარება. თუ პროგრამაში ცვლილებებს ვინმე სხვა შეიტანს და ისე გაავრცელებს მას, გვინდა მიმღებმა იცოდეს,
რომ მას ორიგინალი არ მიუღია, რათა სხვა პირების ჩარევის შემდეგ წარმოქმნილმა პრობლემებმა პირველად ავტორთა რეპუტაცია არ შელახოს.

  დასასრულ, ყოველ უფასო პროგრამას მუდმივად ემუქრება პროგრამის დაპატენტების საშიშროება. ჩვენ გვსურს ის საშიშროება
გამოვრიცხოთ, რომ უფასო პროგრამის რედისტრიბუტორმა ინდივიდუალური პატენტის ლიცენზია მიიღოს, შედეგად პროგრამა საკუთრება
გახადოს. ამის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ცხადვყოფთ, რომ ყოველი პატენტი ან ლიცენზირებულ უნდა 
იქნას ყველასთვის თავისუფლად გამოყენებისათვის, ან საერთოს არ უნდა იქნას ლიცენზირებული.

  შემდეგი წარმოადგენს გამრავლების, გავრცელებისა და შეცვლის პირობებს.

		                                  GNU GENERAL PUBLIC LICENSE 
                                                    გამრავლების, გავრცელებისა და შეცვლის პირობები

  §0. ამ ლიცენზიას ექვემდებარება ყოველი პროგრამა ან ნამუშევარი, რომელშიც საავტორო უფლებების მფლობელის მიერ მითითებულია,
რომ იგი შეიძლება გავრცელებულ იქნას ამ საერთო სახალხო ლიცენზიის პირობებით. შემდგომ "პროგრამად" იწოდება ამგვარი 
პროგრამა ან ნამუშევარი, ხოლო "პროგრამაზე დაფუძნებულ ნამუშევრად" იწოდება პროგრამა, ან საავტორო უფლებათა კანონის 
შესაბამისად დამუშავებული პროგრამა: ანუ ნამუშევარი, რომელსაც შეიცავს პროგრამა ან მისი ნაწილი, იმისდა მიუხედავად, 
შეტანილი იქნება თუ არა მასში ცვლილებები და/ან გადათარგმნილი იქნება თუ არა იგი სხვა ენაზე.
 (შემდგომ, თარგმანი შედის ტერმინში "ცვლილებების შეტანა".) ლიცენზიის ყველა მიმღები წოდებული იქნება როგორც "თქვენ".

ეს ლიცენზია არ განიხილავს გამრავლების, გავრცელებისა და ცვლილებების შეტანის გარდა სხვა ქმედებებს; ისინი 
მის სფეროში არ შედის. პროგრამის გაშვების [გამოძახების, running] მოქმედება არ არის შეზღუდული, 
ხოლო პროგრამის ამონაბეჭდი [output] ამ ლიცენზიას ექვემდებარება, თუ მისი შინაარსი რომელიმე პროგრამაზე დაფუძნებულ 
ნამუშევარს წარმოადგენს (არ აქვს მნიშვნელობა ამონაბეჭდი პროგრამის გაშვების შედეგია თუ არა). 
ეს გამართლდება თუ არა, დამოკიდებულია პროგრამის ფუნქციაზე.

  §1. თქვენ უფლება გენიჭებათ მიღებული პროგრამის წყარო, ნებისმიერი მედიუმის საშუალებით, უცვლელი სახით გაავრცელოთ 
(იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც თქვენ იგი მიიღეთ), იმ პირობით, რომ ყველა ასლს შესაბამისად დაურთოთ შესაბამისი 
მითითება საავტორო უფლებების შესახებ და გარანტიის უარყოფა; შეუცვლელად დატოვოთ ყოველი მითითება, რომელიც ამ ლიცენზიას 
და გარანტიის უარყოფას შეეხება; ასევე, პროგრამის ყველა სხვა მომხმარებელს, პროგრამასთან ერთად, ამ ლიცენზიის ასლიც წარუდგინოთ.

თქვენ შეგიძლიათ ასლის მიწოდების მოქმედებისათვის საზღაური მოითხოვოთ, ასევე სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ პროგრამას 
გარანტია გაუწიოთ და ამისათვის საზღაური მოითხოვოთ.

  §2. თქვენ უფლება გენიჭებათ ცვლილებები შეიტანოთ პროგრამის თქვენეულ ასლში ან ასლებში ან მის ნებისმიერ ნაწილში, 
შედეგად შექმნათ პროგრამაზე დაფუძნებული ნამუშევარი, ხოლო §1-ის პირობების შესაბამისად გაამრავლოთ ან გაავრცელოთ 

⌨️ 快捷键说明

复制代码 Ctrl + C
搜索代码 Ctrl + F
全屏模式 F11
切换主题 Ctrl + Shift + D
显示快捷键 ?
增大字号 Ctrl + =
减小字号 Ctrl + -